ხვთისო იმერლიშვილი (ტოკა)

ხვთისო იმერლიშვილი, იგივე ტოკა დაიბადა 1867 წელს ბაჩალში (თიანეთის რაიონი). ბავშვობა სიღარიბესა და მოჯამაგირეობაში გაუტარებია. გასული საუკუნის 10-იან წლებში ჩამოსახლებულა ლაფანყურში, საიდანაც შემდეგ მეზობელ სოფელ გრძელჭალაში გადასახლებულა. გარდაიცვალა 1946 წელს.


ტოკა და უცნობი მოლექსე:

უცნობი-ჩემიმც ძაღლი გქნა,ტოკაო,
დამები ბაკის ახლოსა.
კვირაში ერთხელ გაჭმევდი,
ცივ წყალსა,ასლის ქატოსა.
ტოკა-ერთხელ ხო დავზეზდებოდი,
ცოლს ვუტირებდი პატრონსა,
სუ დავაჭმევდი ნადირსა
 პატრონის ცხვარსა`დ საქონსა.

Комментариев нет:

Отправить комментарий