გიორგი კოდაშვილი(ტალაური)

გიორგი კოდაშვილი (ტალაური) დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბოტკოში 1903 წელს.ლაფანყურში მისი მშობლები 1936 წელს ჩამოსახლებულან. 2-3 წლის ასაკში გადაუტანია მინინგიტი,რის გამოც ორივე ქვედაკიდურის დამბლა ჰქონდა.მუხლის თავებით მოძრაობდა ჯოხზე დაყრდნობილი.მიუხედავად ამისა იყო კარგი დურგალი და მთელი სიცოცხლე შრომობდა. გიორგი იყო თავისი დროისათვის დიდად ნაკითხი კაცი,თუმცა სკოლაში არ უვლია.
გარდაიცვალა ლაფანყურში 1975 წელს.


ტალაურმა თქვა,ბევრი რამ
 დავტოვე სახსოვარადა.
გამოვიცვალე სახელი,
ტალი-ვიხმარე გვარადა.
მტრისგან რო ვიყო ტანჯული,
არ დავიდებდი ვალადა.
მაგრამ ბუნებას რას ვუზამ,
რკინაც რო მქონდეს ძვალადა?!
მაგან დამტანჯა წყეულმა,
ცეცხლს ამადინა ბოლადა.
 როდის იქნება ნეტარა,
მიწას დავეტყო გორადა.
როცა სული და სხეული
 გაიყოფიან ორადა.
ხო მაინც უსარგებლოა
 ამათი ყოფნა სწორადა.
სული სამოთხეს ესტუმროს,
ხორცი აქ დარჩეს მძორადა.

Комментариев нет:

Отправить комментарий