ხვთისო მინდოდაური

ხვთისო მინდოდაური დაიბადა 1916 წელს თიანეთის რაიონის სოფელ არტაანში. დედით ადრე დაობლებულა და ბავშვობა სიღატაკეში გაუტარებია.
მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.
1924 წლიდან ცხოვრობდა ლაფანყურში და აქვე გარდაიცვალა.
მას მეტოქეობა გაუწევია თითქმის ყველა ცნობილი მოლექსისათვის. სამწუხაროდ, მისი კაფიებიდან ძალზედ ცოტაა შემორჩენილი.


ხვთისო მინდოდაური და ხვთისო ბაიაშვილი:
მინდოდაური-შენ ცოლის ტუჩებ დავკოცნე,
აკი მეც ხვთისო მქვიანა.
ბაიაშვილი-ცოლისდაია ის შენი,
მოდი, თუ შაგიძლიანა.
შენ ცოლს ეხლა მეც ვაკოცებ,
თუ კი აქამდე კი არა.
მინდოდაური-შენ არ იცოდი გინება,
რამ ეშმაკმ გადაგიარა?
ბაიაშვილი-იცვლება კაცის გუნება,
ზოგ ადრე,ზოგი გვიანა.

Комментариев нет:

Отправить комментарий