დარეჯან ბუკიკაშვილი დაბადებულა 1908 წელს სოფელ ბუჭყინტაში(დუშეთის რაიონი). მამა-ხვთისო კარგი მოლექსე-მოკაფიავე ყოფილა.
დარეჯანს ბავშვობა მწყემსობაში გაუტარებია. წერა-კითხვა სიპზე უსწავლია.
1923 წელს გათხოვილა ალექსი ბოძაშვილზე, რომელსაც "გაკრულას" ეძახდნენ. ამის შემდეგ დარეჯანს მეტწილად გაკრულათ დარეჯანის სახელით ახსენიებენ.
1935-36 გაკრულას ოჯახი ლაფანყურში ჩამოსახლებულა.
მის ლექსებზე დაკვირვება გვარწმუნებს, რომ დარეჯანი ფშაურ პოეზიაში განსაკუთრებული მოვლენაა.
სოფელში ასეთი ამბავია შემორჩენილი: ერთხელ სამუშაოდან ბრუნდებოდა თურმე დარეჯანი, გზაზე წამოეწია მინდოდაურს, რომელსაც ურმით შეშა მიჰქონდა. მინდოდაური საკმაოდ ცნობილი მოლექსე, რომელსაც ღირსეული მეტოქეობა გაუწევია ფრუშკასთვის, ტოკასთვის და სხვებისთვის, დარეჯანის ახლო ნათესავი იყო. დარეჯანს უთქვია: "ხვთისო, მოდი ვილექსოთ, თუ მაჯობე ხინკალს მოგიხარშავ, თუ გაჯობე ეგ შეშა ჩვენსა დაყარეო".არავინ ყოფილა მოწმე მათი მაშინდელი ლექსობისა,სამაგიეროდ ის კი ბევრმა ნახა,რომ იმ საღამოს მინდოდაურმა შეშა დარეჯანის სახლში მიიტანა.
ერთხელ დარეჯანი წასულა ნახირში.იმ დღეს მის მეზობლებს("ნავროთ") ქორწილი ჰქონიათ.დარეჯანმა მინდორში გაიგონა დოლ-გარმონის ხმა,გაანება ნახირს თავი და ქორწილში წავიდა.ნახირი დაიკარგა.სანამ სხვები მალექსებენ,თვითონ მივხედავ თავსაო,უთქვია და ეს ლექსი დაუწერია:

ნავროთა ჰქონდა ქორწილი,
დიდი,პატარა კიოდა,
გვიგვინებს დოლი,გრიალებს,
გარმუნიც ამოჭყიოდა.
თამაშობს დარეჯანაი,
ტლინკურში ამოდიოდა,
იმის დაკარგულ ძროხები,
მაჩხაურს გამოდიოდა.
შამაჰხვევიყო ჯეჯილსა,
სადაც მწვანედა ღვიოდა.
სადღა ახსოვდა ძროხები,
ლუდი და ღვინო შხიოდა.
მაშინღა მაჰგონებიყო,
მზეს სხივებ აღარ სდიოდა.
"რა ქნა მაგ დანელებულმა"-
მთელი უბანი ჩიოდა.
ერთი მყავ,ისიც თან წაჰყვა,
მე რა თავს გადამდიოდა.
ნეტავი გამაგებინა,
ვის უფრო გული სტკიოდა!
მჭედლურთ მარიამს ამბობენ,
გულზე ცეცხლ გადასდიოდა.
გამამივარდა გზაშია,
მტრებულად ჩამამკიოდა.
ცოტა არ იყოს შავშინდი,
ცრემლები ჩამომდიოდა.
გამწარდა ჩემ წილ ქორწილი,
ყელშიაც ამამდიოდა.
ეს ლექს რო შავარემონტე,
პირველ ქათამი ყიოდა.
დიდი,პატარა კიოდა,
გვიგვინებს დოლი,გრიალებს,
გარმუნიც ამოჭყიოდა.
თამაშობს დარეჯანაი,
ტლინკურში ამოდიოდა,
იმის დაკარგულ ძროხები,
მაჩხაურს გამოდიოდა.
შამაჰხვევიყო ჯეჯილსა,
სადაც მწვანედა ღვიოდა.
სადღა ახსოვდა ძროხები,
ლუდი და ღვინო შხიოდა.
მაშინღა მაჰგონებიყო,
მზეს სხივებ აღარ სდიოდა.
"რა ქნა მაგ დანელებულმა"-
მთელი უბანი ჩიოდა.
ერთი მყავ,ისიც თან წაჰყვა,
მე რა თავს გადამდიოდა.
ნეტავი გამაგებინა,
ვის უფრო გული სტკიოდა!
მჭედლურთ მარიამს ამბობენ,
გულზე ცეცხლ გადასდიოდა.
გამამივარდა გზაშია,
მტრებულად ჩამამკიოდა.
ცოტა არ იყოს შავშინდი,
ცრემლები ჩამომდიოდა.
გამწარდა ჩემ წილ ქორწილი,
ყელშიაც ამამდიოდა.
ეს ლექს რო შავარემონტე,
პირველ ქათამი ყიოდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий