ალექსი წვეროშვილი (ფრუშკა)

ალექსი წვეროშვილი, რომელიც ფშაური პოეზიით დაინტერესებულ პირთათვის ფრუშკას სახელით არის ცნობილი და რომელიც შესანიშნავ კაფიებში საკუთარ თავს ქოთილას თიკუნითაც მოიხსენიებს, დიდად პოპულარული მელექსეა. ეს ის ფრუშკაა, რომელმაც პირისპირ შეხვედრისას ვაჟა-ფშაველას უთხრა: "მე უბრალო მოლექსე ვარ,პოეტებთან რას გავხდებიო", მაგრამ სხვა დროს ისიც უთქვამს:

არა მაქვ საწერ-კალამი,
არ ვაღლეინებ მაჯასა,
მაგრამ არ დაუვარდები
 რაზიკაშვილსა ვაჟასა.

ა.წვეროშვილი დაიბადა 1878 წ-ს,თიანეთის რაიონის სოფ. სოფლიონში. წერა-კითხვა ბავშვობაშივე უსწავლია. თითქმის ზეპირად სცოდნია "ვეფხისტყაოსანი".
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაწვეული იყო მეფის არმიაში. 7 წელი გაატარა ტყვეობაში ქ. მიუხენში. წერდა რუსულ და გერმანულ ენებზე.
1921 წ-ს დაბრუნდა სამშობლოში. შრომობდა და თან საუკეთესო კაფიებსა და ლექსებს ქმნიდა.
1939 წ-ს დასახლდა ლაფანყურში, სადაც 1942 წელს გარდაიცვალა.



ღმერთო და ჩემო გამჩენო,
ჩემფერა ბევრი გყოლია.
ცოდვები შემიმსუბუქე
სამარეს ჩასაყოლია.
ძე არვინ დამრჩა, მამგონე,
გაქრა ცეცხლი და ბოლია.
სამზეოს გამოვესალმე,
სიკვდილს ვერავინ ჰბრძოლია,
დამბადებელო, მანიჭე
განათლება და ცხონება,
მიმკვიდრე სასუფეველი,
შემიმსუბუქე გონება.

Комментариев нет:

Отправить комментарий