მიხეილ კეჟერიშვილი

მიხეილ კეჟერიშვილი დაიბადა 1923 წელს ლაფანყურში. მისი მშობლები ჩამოსახლებულან თიანეთის რაიონის სოფელ არტნიდან 20-იანი წლების დასაწყისში. დამთავრებული ჰქონდა 4 კლასი. მთელი სიცოცხლის მანძილზე ეწეოდა შრომით საქმიანობას. გარდაიცვალა 1983 წელს ლაფანყურში.



უნდა ავწერო ჩემ თავი,
ერთი პატარა კალმითა.
დამაწვა მთელი სიმძიმე,
გული გამევსო დარდითა.
ფიქრის მორევში დავცურავ
 უიალქანო ნავითა,
ვეღარც გამოსვლას ვახერხებ,
აღარც მშველელი მყავისა.
ვემსახურები სოფელსა
 ხუთმეტ წელს ერთის სახრითა.
ავი და კარგი თუმცა კი
 ყველა ერთ ხიდზე გადისა.

Комментариев нет:

Отправить комментарий