ხვთისო ბაიაშვილი


წუხელ ტყიურას მიუველ,
"ჩემთან მოხვიდი დილითა.
ვენახის მორწყვა მინდარის,
გეპატიჟები იმითა.
მე ვენახს მოვრწყავ, ლევანო,
შენ პატივსა გცემ ღვინითა".
შამოჩნდა თენებაზედა
გაცინებულის პირითა.
მთლიან ლოპოტა მეეგდო,
ხმა აქვის არაგვივითა.
სავსე ხელადა დავუდგი,
ხვარ მივუტანდი მინითა.
დავლიეთ მე და ლევანმა
მუსაიფითა ტკბილითა.
დაჰლევს, შამიქებს ღვინოსა
გამოცდილ სირაჯივითა.
"რა კაი ღვინო გქონია,
ტკბილია შაქარივითა".
დამიმდვრიალებს ბაბალე:
"განა კი მოდის მილითა".
ტყიურამ მითხრა, "დავწვები,
ვეღარა ვძღები ძილითა".
მოცვივდნენ დედაკაცები -
"სატკივრით გაძეღ, ჭირითა,
შენ საქეიფოდ დასდიხარ,
ჩვენ აქ ცრემლითა ვტირითა.
სუ დაგვეღუპა ბოსტნები,
სუმთლად ამოხმა ძირითა.
ზამთარს წისქვილში ჩასძვრები
გაგუნგვლილ დახვალ ფქვილითა.
ზაფხულში წყალში ჩასდგები,
დასცურავ კალმახივითა".
გამაუვარდა ლევანი,
ტრიალებს კერატივითა.

Комментариев нет:

Отправить комментарий