ილო მთიბელაშვილი

ილო მთიბელაშვილი დაიბადა 1901 წელს ჩარგალში.მალე მისი მშობლები საცხოვრებლად ჯერ წითელწყაროს რაიონის სოფ. ქვემო ქედში გადასულან,შემდეგ-ყვარლის რაიონში.საბოლოოდ კი ლაფანყურში დამკვიდრებულან.
ილო მთიბელაშვილს სკოლაში არ უვლია,წერა-კიტხვა მწყემსობაში უსწავლია. ძალიან უყვარდა წიგნები და ბევრსაც კითხულობდა.თითქმის მთელი სიცოცხლე ცხვარში გაატარა.იყო მეცხვარეობის ბრიგადირი,ბოლოს-ფერმის გამგე.
1953 წელს,როცა კოლმეურნეობის მანქანით ზამთრის საძოვრებიდან სოფელში ბრუნდებოდა,მანქანა გადავარდა და დაიღუპა.დაკრძალულია ლაფანყურში.
40-იანი წლების ახალგაზრდობამ მისი ყველა ლექსი ზეპირად იცოდა.ამ ლექსებს მღეროდნენ ფანდურზე.



მოიდა ლეკის მთხრობელი
 დილასა თენებისასა.
შაუკრავ გადასავალი
 შვილებსა ლეკებისასა.
გაუმართიათ საყუჩი,
მისვლას ელიან მტრისას.
ბნელ ჴევზე ჩაჰყეფს ყორანი,
ნასისხარს მისდევს ყმისასა.
თან მონადირე ჩაჰყვება
 ბრძამს ეკიდება კლდისასა.
შამაჰხვევია ნისლები
 ციხესა ყადორისასა.
ცხენო,იარე,ფეჴ-თეთრო,
გავლას ნუ ჰზარობ გზისასა.
ნუ უფიქრდები,ჰყოყმანობ,
ვიწრო ბილიკებს კლდისასა.
ზოვის ანკარა წყალს გასმევ,
ქუჩს გაჭმევ მაღლის მთისასა.
იარე ჩქარი ნაბიჯით,
გავცილდეთ ლეკის მიჯნასა.
ბნელაში ურჯულოები
 თოფს ვერ უნახვენ ლიშანსა.
თუნდა გვესროლონ,აგვცდება,
ვერ გასტხვენ გულის ფიცარსა.
შენ თუ მოგარტყეს,ოჴერო,
ჯავრს არ შაგაჭმევ მტრისასა.
ვეცდები,ვანანიავებ,
სისხლით შავღებავ ქვიშასა.
ან მეც შენ გვერდზე მოვკვდები,
შუქს დავიბნელებ მზისასა.
და თუ მე მომხვდა,ტიალო,
ჴელთ არ ჩავარდე სხვისასა,
აქ არ გასჩერდე,ჩაუდი
 ველებსა კახეთისასა.
პატრონის სიკვდილს ნუ იტყვი,
თუ ვინ ჩემ ამბავს გკითხავსა.
ხანდახან იქაც მიხვიდი,
საცა მე მისვლა მიყვარსა.




სიცოცხლევ,ტანჯვის ნაჭოფო,
ჯერ ისევ დაუდეგარო,
ვერ გასძელ ჩემის ტანჯვითა,
ბოღმავ,გულს გადმომჩქეფარო.
ფიქრებო,ყორნად ქცეულო,
მისნად ჩემს თავზე მყეფარო.
დილის ცისკარო,ამოჩნდი,
ჩემს გულზე ლაღად მდებარო,
სიცოცხლის მოციქული ხარ,
შენს ნახვას ვენაცვალები,
ამოდი,გნახო,ჩემს გულში
 შუქმა შეაღოს კარები,
გამინათებენ ბნელს გულსა
 შენი ცქრიალა თვალები.
მეჩვენე,თორო მოვკვდები,
ბნელს მღვიმეს მივეფარები.
სიცოცხლეს ადნობს,მკერდს ანგრევს
 გულს სევდა გადმონთხეული,
მე კაცურ გველებად მარტყავ
 ფიქრი გარს შამოხვეული.
ახალი ცეცხლი მედება,
ვიწვები როგორც საკირე.
სიკვდილო,დამიკავშირდი,
სიცოცხლევ,გამინაპირე.
შამძაგდი წუთისოფელო,
დამტანჯე,ცრემლად მატირე,
ნახვის უფლებას რად მიკვეთ,
ვისაც სიცოცხლე შავწირე.
გულს ნუ სჭამ,მწარე ნაღველო,
ფიქრო,ნუ დამათავხშირე.
ნუ ამირიე გონება,
სევდის მორევში დამძირე.

Комментариев нет:

Отправить комментарий